25 Oct, 2014

გარკვეული დონით გამთბარი სხეული გარემოს სითბოს სხივების მეშვეობით გადასცემს. აღნიშნული სხივები ცნობილია ინფრაწითელი სხივების სახელწოდებით. მზე დედამიწისთვის სინათლისა და სითბოს ძირითადი წყაროა.

ჩვენამდე მოღწეულმა მზის სხვადასხვა დიაპაზონის სხივებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დედამიწის პირობებში სიცოცხლის წარმოშობასა და განვითარებაში: ცოცხალი ორგანიზმების უდიდეს ნაწილს არსებობისათვის აუცილებლად სჭირდება სინათლე და სითბო. ინფრაწითელი სითბო სინათლის ხილული ნაწილის წითელი სპექტრის უშუალო სიახლოვეშია განთავსებული. ადამიანის ორგანიზმიც სითბოს ინფრაწითელი სხივების სახით გამოყოფს. სწორედ ის დიაპაზონი ინფრაწითელი სხივებისა, რომელსაც ასხივებს ადამიანის ორგანიზმი, არის ყველაზე სასარგებლო ჩვენი ჯანმრთელობისთვის: 3-24 მკმ. (ადამიანის ორგანიზმის მიერ პიკური ინფრაწითელი გამოსხივება ხდება 9,2-9,3 მკმ. დიაპაზონში). ინფრაწითელი სხივებიანი საუნა, რომლის მოქმედებაც სპეციალური თერმო–ფირების მეშვეობით გამოსხივებულ ინფრაწითელი 5,7-14 მკმ დიაპაზონის, პიკით - 7მკმ ტალღების წარმოქმნაზეა დამყარებული, იძლევა ჩვენი ორგანიზმის გაჯანსაღებისა და გაძლიერების საშუალებას.

Infrared-Sauna-panel.png
ჩატარებული მეცნიერული კვლევები ძირითადად ინფრაწითელი თბური გამოსხივების სამკურნალო თვისებების შესწავლას ითვალისწინებდა. ბოლო 25 წლის განმავლობაში იაპონელმა და ჩინელმა მეცნიერებმა და ექიმებმა სერიოზულ შედეგებს მიაღწიეს ჯანმრთელობის პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციისათვის ინფრაწითელი სხივების გამოყენების საკითხში. მიახლოებითი მონაცემებით, მსოფლიოში 30 მლნ–ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა მკურნალობა ინფრაწითელი სხივების გამოყენებით. გერმანიაში 25 წელზე მეტია ინფრაწითელი სხივები გამოიყენება როგორც თერაპევტული საშუალება.

ინფრაწითელი სხივებიანი საუნის შექმნის სათავეებთან იდგა იაპონელი ექიმი-თერაპევტი ტადაში იშიკავა, რომელიც მრავალი წლების განმავლობაში ამუშავებდა ინფრაწითელი სხივებით ადამიანის ორგანიზმის გათბობის სისტემას. მის მიერ შექმნილი თავდაპირველი გამათბობელი ასხივებდა ინფრაწითელ ტალღებს 3-10 მკმ სიგრძის დიაპაზონში, რაც იძლეოდა ადამიანის ორგანიზმის გათბობის საშუალებას 4 სმ სიღრმემდე. ინფრაწითელი საუნის სერიული წარმოება დაიწყო იაპონიაში, გასული საუკუნის 70-იან წლებში. საუნამ ამერიკაში 1990 წ, ხოლო ევროპაში - 1992 წლიდან მოიკიდა ფეხი.

ინფრაწითელი სხივები აღწევენ რა ადამიანის სხეულში, ათბობენ მას ისე, რომ გარემომცველი ჰაერის ტემპერატურა რჩება ცვლილების გარეშე. ინფრაწითელი სხივებიან საუნაში ჰაერის ტემპერატურა მერყეობს 45–550C-ს შორის. სეანსის მიმდინარეობის დროს, კაბინის კარი გაღების შემთხვევაში იგრძნობა ცივი ჰაერის ნაკადის შემოსვლა, თუმცა კარის დახურვისთანავე, სითბოს ძველებურად აღვიქვავთ და არ ველოდებით როდის გათბება ჰაერი. ეს იმიტომ, რომ ინფრაწითელი სხივები მოქმედებენ ჩვენს ორგანიზმზე, ათბობენ რა მას სიღრმისეულად.

sauna_test.gifიმის გამო, რომ ინფრაწითელი თერმო–ფირის მიერ გამოსხივებული სითბო მაქსიმალურად ახლოს არის თვითონ ადამიანის მიერ გამოსხივებული სითბოს ტალღის სიგრძესთან, ინფრაწითელი საუნის სითბო საკმაოდ ღრმად და ეფექტურად აღწევენ ადამიანის ორგანიზმში. ეს სითბო ბიორეზონასულ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ქსოვილის უჯრედებსა და მათში მიმდინარე პროცესებზე: ინფრაწითელი სითბო ხელს უწყობს ბიოლოგიური ობიექტების რეგენერაციის (აღდგენის) პროცესს. ინფრაწითელი სხივებით ორგანიზმის სიღრმეში სითბოს შეტანის შედეგად მიიღწევა ორგანიზმიდან ოფლის ინტენსიურად გამოყოფა. მეცნიერული კვლევებით დადასტურებულია, რომ ინფრაწითელი სხივების ზემოქმედების შედეგად ორგანიზმიდან გამოყოფილი ოფლის შემადგენლობაში 80–85% წყალი, ხოლო 15–20% მძიმე მეტალები: ტყვია – 84,0 მგ, კადმიუმი – 6,2 მგ, ნიკელი – 1,2 მგ, სპილენძი – 0,11 მგ, ნატრიუმი – 0,84 მგ და მავნე ნივთიერებები, როგორიცაა: ცხიმები, ტოქსინები, ქოლესტერინი, მჟავები და სხვ. შედარებისთვის, ჩვეულებრივი საუნის პირობებში გამოყოფილი ოფლის შემადგენლობაში 95% წყალია და 5% მძიმე და მავნე ნივთიერებები.

ინფრაწითელი საუნა აიოლებს კანის მოვლას, საშუალებას იძლევა მისი გაწმენდისა და გაახალგაზრდავების პროცედურების ჩატარებისა. ინფრაწითელი საუნის პროცედურის მიღებისას, ხანმოკლე პერიოდით იზრდება ორგანიზმის შიდა ტემპერატურა 37,5°С–მდე, რითაც ხელოვნურად მიიღწევა ორგანიზმის რეაქცია ინფექციაზე და შესაბამისად ხდება ორგანიზმში არსებული ბაქტერიებისა და ვირუსების მოქმედების ბლოკირება და განადგურება.

ინფრაწითელი სხივებით მიღებული სითბოს ხარჯზე მცირდება ტკივილის შეგრძნება ნერვულ დაბოლოებებსა და მიმდებარე ზონებში. სტომატოლოგიურ კვლევებში აღნიშნული ფენომენი ცნობილია როგორც გამაყუჩებელი საშუალება. ინფრაწითელი სითბო ახდენს სისხლის მიმოქცევის სტიმულირებას: ორგანიზმის რეაქცია სითბოზე გამოიხატება სისხლის გაზრდილი მიწოდებით პერიფერიული ორგანოებისათვის. ორგანიზმის კონკრეტული უბნის გათბობით, რეფლექსურად მიიღწევა სხვა ორგანოების სტიმულირება და სისხლ–ძარღვების გაფართოება. დადებითად მოქმედებს სექსუალური აქტივობის ზრდაზე.

infraphotograma_web.jpgინვალიდის სავარძელზე მიჯაჭვულ და სხვა კატეგორიის ინვალიდებს, რომელთაც არ ძალუძთ ვარჯიშების პროგრამების შესრულება, ინფრაწითელი თბური სხივების სისტემები გულისა და სისხლძარღვების სისტემის ვარჯიშის საშუალებას აძლევენ. ინფრაწითელი სხივები ღრმად აღწევენ რა ადამიანის ორგანიზმში, ხელს უწყობენ კუნთოვანი ქსოვილის ღრმად გათბობას, რაზედაც ორგანიზმი რეაგირებს გულისცემისა და პულსის გაზრდით. გულისცემის გაზრდა კი სისხლძარღვების სისტემის ვარჯიშს უწყობს ხელს: ორგანიზმი იწყებს საკუთარი ტემპერატურის შემცირებას სისხლის გაზრდილი მიმოქცევის საშუალებით, რისთვისაც საჭირო ხდება გულისცემის აჩქარება.

ამერიკის ნაციონალური კოსმოსური ასოციაციის (NASA) კვლევებით დადგინდა, რომ ასტრონავტების ორგანიზმის ინფრაწითელი სხივებით სტიმულირება, მათი კოსმოსში ხანგრძლივად ყოფნის პერიოდში, საუკეთესო საშუალებაა გულ–სისხლძარღვთა სისტემის მოქმედების ერთ დონეზე შესანარჩუნებლად.

Body-Wrap-Weight-Loss_web.jpgგაიტონის „სამედიცინო ფიზიოლოგიის სახელმძღვანელოში“ მოყვანილი მონაცემებით, ადამიანის ორგანიზმიდან 1 გ. ოფლის გამისატანად იხარჯება 0,586 კკალ. იამას მონაცემებით კი, საშუალო კომპლექციის ადამიანს საუნაში თავისუფლად შეუძლია 0,5 ლ. ოფლის გამოყოფა 300 კკალ. დაწვის ხარჯზე. შედარებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანალოგიური ოდენობის ენერგიის დასახარჯავად საჭიროა 3,5–5 კმ. დისტანციაზე სირბილი. სიცხეს შეგუებული ადამიანი ოფლის გამოყოფისას 600–800 კკალ. ენერგიას წვავს. ინფრაწითელ სხივებიანი თბური სისტემები საუკეთესო პირობებს ქმნიან ადამიანის ორგანიზმიდან დიდი ოდენობის ოფლის გამოყოფის და შესაბამისად, დიდი ოდენობისვე კალორიების დაწვისათვის, რაც კარგ პერსპექტივას უსახავს მათ ფიტნეს–კლუბებსა და სილამაზის სალონებში აქტიურად გამოყენებისათვის.  

ჯანმრთელი კვება, სუფთა წყალი და ჰაერი აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისათვის. თანამედროვე ტოქსიკური საარსებო გარემო, დაბინძურებული საკვები პროდუქტები და ცხოვრების არანორმალური რიტმი ადამიანის ორგანიზმში ტოვებს არასახარბიელო კვალს მძიმე მეტალებისა და მავნე ნივთიერებების სახით. აუცილებელია ორგანიზმის პერიოდული გაწმენდა ამ მავნე ნივთიერებებისაგან, რათა თავიდან ავიცილოთ დაავადებები და გართულებები. ჯანმრთელობაზე ზრუნვის ცნობილ კვების, შიმშილობის და დიეტის პროცედურებთან ერთად წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნას ინფრაწითელი გათბობის სისტემები. მათი გამოყენებით ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით შეიძლება გამოტანილი იქნას მავნე ნივთიერებები, ცხიმები, ქოლესტერინი.

ინფრაწითელი სხივების რეგულარული გამოყენება ოპტიმალური გზაა ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების გამოსაყვანად. ეს ეხება არა მარტო საკვებთან ერთად ორგანიზმში მოხვედრილ ტოქსიკურ ნივთიერებებს, არამედ ალკოჰოლსა და ნიკოტინსაც.

ორგანიზმში მოხვედრილი მავნე ნივთიერებები ძირითადად თავს იყრის ცხიმოვან ქსოვილებში, საიდანაც მათი გამოტანა ორგანოების დახმარებით პრაქტიკულად შეუძლებელია. დოქტორ იშიკავას აზრით, იმისათვის რომ ორგანიზმიდან გამოიდევნოს მავნე ნივთიერებები, საჭიროა ცხიმოვანი ქსოვილების დაშლა და ორგანიზმიდან ოფლის სახით გამოტანა. ცხიმოვანი ქსოვილების დასაშლელად კი საჭიროა მათი მინიმუმ 45 გრადუსამდე გათბობა. ინფრაწითელი სხივები, ორგანიზმში ღრმად შეღწევის საფუძველზე, სისხლის წნევის არა მკვეთრად შეცვლის ფონზე, ადვილად და სწრაფად აღწევენ ამ ტემპერატურულ დიაპაზონს, რითაც იძლევიან საუკეთესო შედეგს ტრადიციულ საუნასთან შედარებით.

ინფრაწითელი სითბური ენერგია ადამიანზე თერაპევტულის გარდა ფსიქოლოგიურ ზეგავლენასაც ახდენს. ადამიანზე გარეშე ფაქტორების ზემოქმედების შედეგების კომპენასციისათვის ჩვენს ორგანიზმს უხდება გარკვეული რესურსების მობილიზება. ამ დაძაბულობის მოხსნის მიზნით ჩვეულებრივი აბანოსა და საუნის პროცედურების მიღების შემდეგ რჩება ძალების დაქვეითების შეგრძნება, მაშინ როდესაც ინფრაწითელი საუნის შემდეგ იხსნება დაძაბულობა, მიიღწევა დასვენებისა და კომფორტულობის სასიამოვნო შეგრძნება.

 

ჩვენი პროდუქციის კატალოგი

დაგვეკონტაქტეთ...

ჩვენთან დასაკავშირებლად გთხოვთ გამოიყენოთ:

ელ-ფოსტა: Этот адрес электронной почты защищен от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.

მობილური: 597 733 993, 593 358 207

ან გვეწვიეთ მისამართზე:

ქ.თბილისი 0168. ქინძმარაულის ქ.15.


 
авто новости
поздравления с новым годом