img_rem_diz-prkt02

თქვენი მიზნების წარმატებით რეალიზებისათვის, სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე თქვენ გარკვევით უნდა გქონდეთ წარმოდგენილი საკუთარი ქმედების საბოლოო შედეგი, რისთვისაც აუცილებელია იმ სივრცის დიზაინ-პროექტის დამუშავება, სადაც გადაწყვეტილი გაქვთ რემონტის ჩატარება.

ინტერიერის დიზაინ-პროექტი არ არის ”იაფი სიამოვნება” და ვერც ნებისმიერი მისცემს თავს უფლებას პროფესიონალი დიზაინერის მომსახურებით სარგებლობისა. თუმცაღა, დიზაინ-პროექტი სარემონტო სამუშაოების ის ნაწილი არ არის, რომელზედაც ეკონომიის გაკეთებით შეძლებთ მიიღოთ თქვენთვის სასურველი შედეგი. დიზან-პროექტის დახმარებით წინასწარ ხდება მრავალი, ვითომდა უმნიშვნელო დეტალის დაფიქსირება, რომელთა არ გათვალისწინებამ შესაძლოა შექმნას სერიოზული პრობლემები და შეფერხებები სარემონტო სამუშაოების პროცესში.