img_rem01

თუ თქვენ დადექით ბინაში ან ოფისში რემონტის აუცილებლობის წინაშე, საჭიროა მიაკითხოთ პროფესიონალებს, რათა აიცილოთ რემონტის თანმდევი თავის ტკივილი და ნერვიულობა. გამოცდილ სპეციალისტებს თანამედროვე მასალების, ტექნოლოგიებისა და ხელსაწყოების დახმარებით შეუძლიათ ნებისმიერი სირთულის დიზაინერული ჩანაფიქრის ხორცშესხმა

რემონტის პროცესი, შესასრულებელი სამუშაოების შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით იყოფა 4 ეტაპად, რომელთა გააზრება და სრულად შეფასება მოგცემთ საშუალებას წარმოიდგინოთ, თუ რასთან და რა ხნის განმავლობაში გექნებათ საქმე.

I ეტაპი - მოსამზადებელი ეტაპია: მისი ხანგრძლივობა 3 დღიდან 1 თვემდე შეძლება გაიჭიმოს. იგი ითვალისწინებს შემდეგი სამუშაოების შესრულებას:

  • კედლებისა და ტიხრების დემონტაჟი;
  • ძველი იატაკისა და იატაკქვეშა საფარის აყრა;
  • კედლებიდან და ჭერებიდან ძველი შპალერისა და საფარის ჩამოხსნა;
  • ძველი სანტექნიკისა და კანალიზაციის სისტემების დემონტაჟი;
  • ძველი ელექტროქსელისა და ფურნიტურის დემონტაჟი;
  • ობიექტის დასუფთავება და სამშენებლო ნაგვის გატანა.