II ეტაპი - საერთო სამშენებლო სამუშაოების ეტაპი: 1-5 თვემდე ხანგრძლივობით, ითვალისწინებს შემდეგი სამუშაოების შესრულებას:
- პროექტის მიხედვით ოთახებსშორის ტიხრების მოწყობა;
- კედლებისა და ჭერების მოპირკეთება ლესვით ან მუყაო-თაბაშირის სისტემებით;
- იატაკის მოჭიმვა ცემენტის ხსნარით;
- სანტექნიკისა და კანალიზაციის ქსელების მოწყობა;
- ელექტრო ქსელების მოწყობა;
- გათბობის, კონდეცირებისა და ვენტილაციის ქსელების მოწყობა;
- ინტერიერის დეტალების კონსტრუქციების მოწყობა.

